რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ამერიკელების უმრავლესობა უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას მხარს უჭერს – Reuters/Ipsos

REUTERS/Fabian Bimmer

Reuters/Ipsos-ის უახლესი კვლევის მიხედვით, ამერიკელთა მყარი უმრავლესობა რუსეთის აგრესიისგან თავის დასაცავად უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას მხარს უჭერს.

ორდღიანი კვლევის მიხედვით, რომელიც 27 ივნისს დასრულდა, რესპონდენტების 65% უკრაინის შეიარაღებას მხარს უჭერს. მაისის თვესთან შედარებით ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნადაა გაზრდილი. მაშინ კიევისთვის იარაღის გადაცემას ამერიკელთა 46% უჭერდა მხარს.

გამოკითხვა ევგენი პრიგოჟინის მიერ რუსეთში წამოწყებული სამხედრო არეულობიდან მალევე ჩატარდა. შედეგებმა ცხადყო, რომ ამერიკული საზოგადოების უმრავლესობა უკრაინის დახმარების ჯო ბაიდენისეული პოლიტიკის მხარდამჭერია.

27 ივნისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ უკრაინისთვის რიგით 41-ე, $500 მილიონიანი სამხედრო დახმარების გადაცემას აპირებს.

კომენტარები