რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უკრაინელებმა დონეცკის ოლქში სოფელი რივნეოპოლი დაიბრუნეს

უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკის ოლქში სოფელი რივნეოპოლი დაიბრუნეს. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის მინისტრის მაოდგილე ანა მალიარი Telegram-ზე ავრცელებს

მალიარმა 31 ცალკეული ბრიგადის ვიდეო გაავრცელა, სადაც სამხედროები აღნიშნავენ, რომ თავდაცვის ძალების წყალობით რივნეოპოლი კვლავ უკრაინის კონტროლის ქვეშაა. 

მანამდე, 22 ივნისს გენერალურმა შტაბმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის თავდაცვის ძალებმა ნაწილობრივ წარმატებას მიაღწიეს და წინსვლა ორი - რივნოპოლისა და ბელოგოროვკის მიმართულებით გრძელდებოდა.

ასევე, 21 ივნისს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ BBC-სთან კონტრიერიშის სირთულეებზე ისაუბრა. მან თქვა, რომ ბრძოლის ველზე წინსვლა "იმაზე ნელია, ვიდრე სურთ".

"ზოგს ჰგონია, რომ ეს ჰოლივუდის ფილმია და შედეგებს ახლავე ელიან. ასე არაა... საფრთხის ქვეშ ადამიანთა სიცოცხლეა". – თქვა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ BBC-სთან საუბარში აღნიშნა, რომ კონტრიერიში მარტივად ვერ მიმდინარეობს, რადგან უკრაინის ტერიტორიაზე 200 000 კვ.კმ. რუსეთის მიერაა დანაღმული.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ რამდენადაც წინ არ უნდა წავიდნენ კონტრიერიშის ფარგლებში, გაყინულ კონფლიქტს არ დათანხმდებიან, რადგან ეს ქვეყნის განვითარებას ხელს შეუშლის.

უკრაინელების საზაფხულო კონტრშეტევა – რა ვიცით ამ დროისთვის

კომენტარები