პრიგოჟინის ამბოხება

გირკინი: აჯანყებამ გვაჩვენა, რომ 10 000-კაციან არმიას ერთ ღამეში მოსკოვამდე მისვლა შეუძლია

ჯერჯერობით, ეს გადანაწილება კიდევ არ ჩანს, ჯერ, მისი გარეგნული ნიშნები არ გამოჩენილა, ჯერ კიდევ არ გაჟღერებულა. თუნდაც ახლა ბატონი შოიგუ და გერასიმოვი საკუთარ პოსტებს თუ შეინარჩუნებენ, ის ძალაუფლება, რაც აქამდე ჰქონდათ, აღარ ექნებათ და სად გადავა ეს ძალაუფლება, შეგვიძლია ვივარაუდოთ, მაგრამ, ჯერჯერობით, ხმამაღლა არ ვიტყვით. თუმცა ძალაუფლების განაწილება, ფაქტობრივად, ამჟამად მიმდინარეობს.

კიდევ რა აჩვენა მოცემულმა აჯანყებამ? აჩვენა, როგორ მარტივად შეუძლია კბილებამდე შეიარაღებულ 10 000-კაციან არმიას ერთ ღამეში 700 კილომეტრის გავლა და მოსკოვის საზღვართან აღმოჩენა, სახელმწიფოს, სამართალდამცველებისა და შეიარაღებული ძალების ორგანოების ყველანაირი წინააღმდეგობის გარეშე. მთელი ჩვენი არმია ახლა კონცენტრირებულია ფრონტზეა. პრაქტიკულად, ყველა ბრძოლისუნარიანი სამხედრო იქაა. როგორც ცნობილია, სადაც წვრილია, იქ წყდება. ზურგი ომისთვის აბსოლუტურად მოუმზადებელი აღმოჩნდა. ის სამობილიზაციო ღონისძიებები, რომლებსაც ამ ზურგის უზრუნველყოფა მისი გამყარების თვალსაზრისით შეეძლო, არ ჩაატარეს...

გუშინ არეულობის პირას ვიყავით. მეტიც, შეიძლება ითქვას, რომ არეულობა უკვე დაიწყო. გუშინ კინაღამ მის ტერმინალურ სტადიაში გადავედით, რომელსაც სახელმწიფოს დაშლა მოჰყვებოდა. ხაზს ვუსვამ, სწორედ დაშლა.

თქვა რუსმა ულტრანაციონალისტმა, მარიონეტული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ყოფილმა ე.წ. თავდაცვის მინისტრმა, იგორ გირკინმა (სტრელკოვი).

კომენტარები