პრიგოჟინის ამბოხება

კადიროვი პრიგოჟინზე: ამპარტავნებით ადამიანებს შეუძლიათ ქვეყნის სიყვარული ფეხებზე დაიკიდონ

ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი

ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერი რამზან კადიროვი რუსეთში მიმდინარე მოვლენებს ტელეგრამ-არხზე გამოეხმაურა და ევგენი პრიგოჟინი გააკრიტიკა. 

"მე ზოგიერთი ადამიანი სანდო მეგონა. მეგონა, მათ გულწრფელად, როგორც ნამდვილ პატრიოტებს, სულით ხორცამდე უყვარდათ სამშობლო. მაგრამ აღმოჩნდა, რომ პირადი ამბიციებისთვისა და სარგებლისთვის, საკუთარი ამპარტავნების გამო ადამიანებს შეუძლიათ სამშობლოს სიყვარული ფეხებზე დაიკიდონ". - წერს კადიროვი. 

კადიროვის თქმით, ის ესაუბრა პრიგოჟინს და მოუწოდა, რომ ამბიციები დაეოკებინა, პირადი ინტერესები ეროვნულზე უფრო წინ არ დაეყენებინა. 

"მე ვესაუბრე პრიგოჟინს, მოვუწოდე, გვერდით გადაედო თავისი ამბიციები და არ აერია ისინი ეროვნული მნიშვნელობის საკითხებში. მეგონა, მომისმინა, მაგრამ როგორც ჩანს მისი ბრაზი სულ უფრო იზრდებოდა. რიგმა წარუმატებელმა საქმიანმა გარიგებებმა ბიზნესმენში ღრმად გამჯდარი ღვარძლი დათესა, რომელმაც პიკს მიაღწია, როდესაც პეტერბურგის ხელისუფლებამ მის ქალიშვილს სასურველი მიწის ნაკვეთი არ მისცა. ერთი ადამიანის ამპარტავნებამ ასეთი სახიფათო შედეგები შეიძლება გამოიწვიოს და კონფლიქტში უამრავი ადამიანი ჩაითრიოს". - წერს ჩეჩნეთის ლიდერი Telegram-ზე. 

კომენტარები