პრიგოჟინის ამბოხება

პოდოლიაკი: პრიგოჟინმა დაამცირა პუტინი და აჩვენა, რომ ძალადობაზე მონოპოლია აღარ არსებობს

პრიგოჟინის ფენომენალური არჩევანი... თქვენ კინაღამ გაანადგურეთ პუტინი, აიღეთ კონტროლი ცენტრალურ ხელისუფლებაზე, მიაღწიეთ მოსკოვს და უცებ... უკან იხევთ. იმიტომ, რომ ერთი ძალიან კონკრეტული შუამავალი საეჭვო რეპუტაციით (ლუკაშენკო) დაგპირდათ უსაფრთხოების გარანტიებს იმ ადამიანისგან (პუტინისგან), რომელმაც დილით თქვენი განადგურების ბრძანება გასცა. იმ შიშის გამო, რომელიც პუტინის ელიტამ განიცადა ბოლო 24 საათის განმავლობაში, ეს ბრძანება აუცილებლად შესრულდება.

თუმცა არა უსარგებლოდ: პრიგოჟინმა დაამცირა პუტინი, სახელმწიფო და აჩვენა, რომ ძალადობაზე მონოპოლია აღარ არსებობს...

წერს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის უფროსი მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი. 

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს ადმინისტრაციის ცნობით, პუტინის თანხმობით, ლუკაშენკოსა და პრიგოჟინს შორის მოლაპარაკებები შედგა. როგორც ბელარუსის პრეზიდენტის ადმინისტრაცია იუწყება, არსებობს ვითარების გადაჭრის მისაღები შეთანხმება, რომელიც ვაგნერის დაჯგუფების წევრებისთვის უსაფრთხოების გარანტიებს იძლევა.

კომენტარები