რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ქალაქ გრაივორონში დრონიდან ასაფეთქებელი მოწყობილობა ჩამოაგდეს – ბელგოროდის გუბერნატორი

Настоящий Гладков/ტელეგრამ-არხი

ბელგოროდის ოლქის გუბერნატორის, ვიაჩესლავ გლადკოვის თქმით, ქალაქ გრაივორონში დრონიდან ასაფეთქებელი მოწყობილობა ჩამოგადეს, რომელიც კერძო საცხოვრებელ კორპუსს დაეცა. გლადკოვმა ამის შესახებ საკუთარ ტელეგრამ-არხზე დაწერა

"ქალაქ გრაივორონში დრონიდან კერძო საცხოვრებელ კორპუსზე ასაფეთქებელი მოწყობილობა ჩამოაგდეს. მსხვერპლი არ ყოფილა". - წერს გლადკოვი.

გლადკოვის თქმით, დაზიანებულია შენობის ფასადი და გაზმომარაგების მილები.

როგორც მან აღნიშნა, ადგილზე მობილიზებულია ოპერატიული და სასწრაფო სამსახურები.

რამდენიმე კვირის წინ პროუკრაინული ჯგუფები - რუსული მოხალისეთა კორპუსი (РДК) და ლეგიონი რუსეთის თავისუფლება (ЛСР) რუსეთის ტერიტორიაზე, ბელგოროდის ოლქში შევიდნენ და საბრძოლო მოქმედებებს ჩაატარეს. პირველი მსგავსი შემთხვევა 2 მარტს მოხდა.

ბოლო ოპერაციების შემდეგ РДК-მ და ЛСР-მ ტყვედ აიყვანეს რუსი სამხედროები, რომელთა ნაწილიც შემდეგში უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გადასცეს და უკრაინელ სამხედრო ტყვეებში გაცვალეს.

ომის დაწყების შემდეგ ბელგოროდი რეგულარუად ხდება საარტილერიო იერიშებისა და დრონების სამიზნე.

კომენტარები