პრიგოჟინის ამბოხება

პრიგოჟინი: გადმოვკვეთეთ საზღვარი, შევდივართ როსტოვში, ვინც გადაგვეღობება, გავანადგურებთ

ევგენი პრიგოჟინი
Marina Moldavskaja/Kommersant/Sipa

კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის თქმით, კსკ ვაგნერის განადგურების ბრძანება გენერალური შტაბის მეთაურისგან მოდიოდა.

"დღეს ჩვენზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. ამის შემდეგ დაგვამუშავეს ვერტმფრენებით, შემდეგ არტილერიით. კსკ ვაგნერის განადგურების ბრძანება გენერალური შტაბის მეთაურისგან მოდიოდა, თავდაცვის მინისტრ შოიგუსთან გამართული სხდომის შემდეგ, რომელზეც ეს გადაწყვეტილება მიიღეს - გაენადგურებინათ დაუმორჩილებელი დანაყოფი, რომელიც მზადაა დაიცვას სამშობლო და არა მათი ტრა*ები. 

ამჟამად სახელმწიფო საზღვარი ყველგან გადავკვეთეთ, მესაზღვრეები შესახვედრად გამოდიოდნენ და ჩვენს მებრძოლებს ეხუტებოდნენ. ახლა შევდივართ როსტოვში. თავდაცვის სამინისტროს ქვედანაყოფები, უფრო სწორად ახალწვეულები, რომლებიც ჩვენთვის გზის გადასაკეტად გამოყარეს, განზე გადგნენ. ჩვენ არ ვიბრძვით ბავშვებთან, არ ვხოცავთ ბავშვებს. ბავშვებს ხოცავს შოიგუ, გაუწვრთნელი ჯარისკაცების, მათ შორის ახალწვეულების ომში შეყრით.

მან ჩვენს წინააღმდეგ 18 წლის ბიჭები დააყენეს. ისინი ჩვენთვის ბავშვები არიან. შვილიშვილებად გვეკუთვნიან. ამიტომ ეს ბიჭები იცოცხლებენ და საკუთარ დედებს დაუბრუნდებიან. ჩვენ მხოლოდ პროფესიონალებთან ვიბრძვით, მაგრამ თუ ვინმე გზაზე გადაგვიდგება, გავანადგურებთ ყველაფერს, რაც გზაზე გადაგვეღობება. ხელს ვუწვდით ყველას, არაა საჭირო ამ ხელისთვის შეფურთხება. მივდივართ წინ. მივდივართ ბოლომდე.

რაც შეეხება განცხადებას დაკავებების შესახებ - ეს არის ძმობა, სამართლიანობა, ღირსება, სინდისი, რაც ჩვენ გაგვაჩნია, როცა თქვენ ამ განცხადებას აკეთებთ, ეს გრძნობები არ გაგაჩნიათ. ისინი განადგურებული გაქვთ, ამიტომ არ შეგიძლიათ გაიგოთ არაფერი, მოღალატეობის გარდა". - თქვა პრიგოჟინმა.

კომენტარები