ვულკანის ამოფრქვევა

რუსეთში, კამჩატკის ნახევარკუნძულზე ვულკანმა, კლიუჩევსკაია - სოპკამ ამოფრქვევა დაიწყო

Yury Demyanchuk/Russian Academy of Sciences/AP Photo

რუსეთში, კამჩატკის ნახევარკუნძულზე ვულკანმა, კლიუჩევსკაია - სოპკამ ამოფრქვევა დაიწყო

ეროვნული მონიტორინგის სამსახურის ცნობებით, ვულკანის ამოფრქვევა 22 ივნისს დაიწყო. 

"ვულკანური აირებისა და ფერფლის ამოფრქვევა ნებისმიერ დროს შეიძლება დაიწყოს. მიმდინარე მოვლენებმა გავლენა შეიძლება იქონიოს დაბლამფრენ თვითმფრინავებზე". - წერს მონიტორინგის ცენტრი საკუთარ ვებგვერდზე. 

კლიუჩევსკაია - სოპკას სიმაღლე თითქმის 5 კმ-ია. ის ევროპისა და აზიის მასშტაბით ყველაზე დიდი და აქტიური ვულკანია. ბოლოს კლიუჩევსკაია - სოპკა ოქტომბერში გააქტიურდა. 

კომენტარები