რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მსოფლიო ბანკი გეგმავს, უკრაინის ენერგეტიკისა და ტრანსპორტის დაფინანსება გაზარდოს

ლონდონში უკრაინის აღდგენის კონფერენციის წინ მსოფლიო ბანკის ოპერაციების დირექტორის ანა ბჟერდემის თქმით, ორგანიზაცია ცდილობს, გააძლიეროს უკრაინას დახმარება ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და საბინაო სექტორში გადაუდებელი სარემონტო პროექტებისთვის.

ბანკმა ომის დაწყების შემდეგ უკრაინას 21 მილიარდ დოლარზე მეტი გადასცა, ძირითადად გრანტების მეშვეობით. 

უკრაინის აღდგენის კონფერენცია 21-22 ივნისს ჩატარდება და მისი ძირითადი მიზანი იქნება უკრაინის ომისგან მიღებული ზარალის აღდგენა და ამ პროცესში კერძო სექტორის ჩართვა. 

მსოფლიო ბანკმა უკვე უზრუნველყო ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სექტორების დაფინანსების მობილიზება. ის ახლა ცდილობს, გააფართოოს დახმარება, რათა გააძლიეროს ინდივიდუალური ოჯახები ზამთრის წინ და დაეხმაროს ფერმერებს მიიღონ სუბსიდიები მოსავლის დარგვისთვის, გლობალურად მაღალი საპროცენტო განაკვეთების ფონზე. 

მსოფლიო ბანკმა მარტში შეაფასა, რომ უკრაინის რეკონსტრუქცია მინიმუმ 411 მილიარდი დოლარი დაჯდება ომის პირველი წლის ზარალის დასაფარად, რაც ორჯერ აღემატება ქვეყნის შიდა პროდუქტს რუსეთის შეჭრამდე. 2023 წლის შეფასებები კი მომავალი წლის დასაწყისში გამოქვეყნდება. 

კომენტარები