რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პენტაგონმა უკრაინას შეცდომით $6.2 მილიარდით ზედმეტი გამოუყო

პენტაგონის თქმით, გასული ორი წლის განმავლობაში უკრაინისთვის მიწოდებული იარაღების ღირებულება შეცდომით გადაჭარბებულად შეაფასეს, რის გამოც დაპირებული სამხედრო დახმარების გადაცემის შემდეგ უკრაინისთვის იარაღების საყიდლად გამოყოფილი თანხიდან 6.2 მილიარდი დოლარი ზედმეტად შემორჩათ.

პენტაგონის წარმომადგენლის, საბრინა სინგის თქმით, სააღრიცხვო შეცდომის დეტალურად გაანალიზების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მიმდინარე ფისკალურ წელს შეცდომის შედეგად 3.6 მილიარდი დოლარით, ხოლო გასულ ფისკალურ წელს $2.6 მილიარდით ზედმეტი თანხა გამოიყო.

შეცდომის შედეგად დეპარტამენტს უკრაინის დასახმარებლად და მიმდინარე კონტრშეტევის მხარდასაჭერად თანხები უკვე მობილიზებული აქვს.

კომენტარები