რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

EU-მ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-11 პაკეტი დაამტკიცა

REUTERS/Yves Herman

ევროკავშირის თავმჯდომარე სახელმწიფოს, შვედეთის წარმომადგენლობის მიერ Twitter-ზე გამოქვეყნებული პოსტის თანახმად, ევროკავშირის მთავრობები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-11 პაკეტის მიღებაზე შეთანხმდნენ. ახალი პაკეტი ძირითადად უკვე არსებული სანქციების გვერდის ავლაში მონაწილე მესამე ქვეყნებისა და კომპანიების წინააღმდეგაა მიმართული.

პაკეტი რუსეთის გავლით ისეთი პროდუქციის ტრანზიტს კრძალავს, რომელმაც შესაძლოა რუსეთის არმიის თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორი გააძლიეროს.

ახალი სანქციები ასევე ორმაგი გამოყენების ნივთების მიყიდვის აკრძალვის საშუალებას იძლევა ისეთი ქვეყნებისთვის, რომლებმაც შესაძლოა საქონელი მომავალში რუსეთს მიყიდონ. პაკეტის ფარგლებში მსგავსი პროდუქციის ჩამონათვალიც გაიზარდა.

ევროკავშირის გადაწყვეტილებით, უკრაინელი ბავშვების რუსეთში დეპორტაციაში მონაწილეობისთვისა და სხვა მიზეზების გამო, სანქცირებულთა სიას 71 პირი და 33 ორგანიზაცია დაემატა. ევროკავშირში მათი აქტივები სრულად გაიყინება.

კომენტარები