რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ლონდონში უკრაინის აღდგენის კონფერენცია იწყება

რიში სუნაკი

21 ივნისს ლონდონში უკრაინის აღდგენის კონფერენცია (Ukraine Recovery Conference) იწყება, რომელსაც დიდი ბრიტანეთის მთავრობა გაუძღვება და რომლის მიზანიც ომის შემდეგ უკრაინის რეკონსტრუქციისთვის საჭირო ფინანსური რესურსების მობილიზებაა

კონფერენციას ესწრებიან უკრაინის პრემიერმინისტრი დენის შმიგალი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლეიენი, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და სხვა მაღალჩინოსნები. ასევე, 38 სახელმწიფოს 400-ზე მეტი კომპანიის წარმომადგენლები. კონფერენციაზე ვირტუალურად ჩაერთვება უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც, რომელიც უცხოელ დიპლომატებსა და მაღალჩინოსნებს სიტყვით მიმართავს. 

კონფერენცია დღეს, 21 ივნისს დაიწყება და ორი დღე გაგრძელდება.

ფინანსური დახმარების ახალი პაკეტის ფარგლებში, დიდი ბრიტანეთი უკრაინისთვის მსოფლიო ბანკის $3 მილიარდის სესხის გარანტიებს უზრუნველყოფს, ასევე, ლონდონი საკუთარი საინვესტიციო სააგენტოს გამოყენებით, უკრაინას დამატებით 250 მილიონი ფუნტით დაეხმარება.

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ წინასწარ გაავრცელა სიტყვა, რომლითაც პრემიერმინისტრი რიში სუნაკი კონფერენციის წევრებს მიმართავს. სიტყვაში სუნაკი აღნიშნავს, რომ რუსეთი ცდილობს გაანადგუროს ყველაფერი, რის მისაკუთრებასაც ვერ ახერხებს და ამის საუკეთესო მაგალითები მარიუპოლი და ბახმუტია. ასევე, სიტყვაში წერია ისიც, რომ უკრაინის მშპ ომის დაწყების შემდეგ 29%-ით შემცირდა. 

კომენტარები