თამარ ჩერგოლეიშვილი

ჩერგოლეიშვილი კალაძეს: ჩემი ქმარი თუ დამნაშავეა, სასამართლო თქვენია, ბოკერია არ გაქცეულა

1) მე თქვენს ცოლს სახლში არ ვუვარდები - უბრალოდ, თქვენგან განსხვავებით, ბოსტნეულად არ მიმაჩნია და მისი აზრი მაინტერესებს სიბინძურედ მიიჩნევს თუ არა, ელტონ ჯონის ცხოვრების ისტორიას ისიც.

2) ამ ქალს, რომელსაც მე აზრს ვეკითხები და თქვენგან განსხვავებით, ბოსტნეულად არ მივიჩნევ, თავისუფლად შეუძლია არ დაგეთანხმოთ - დედებს და მამებს ხომ მოუწოდებთ წინ აღუდგნენ სიბინძურეს? თქვენი ცოლი დედა არ არის? მგონი დედაა და მაინტერესებს, აპირებს ქმრის მოწოდება გაითვალისწინოს?

3) თუ ის ადეკვატურ პასუხს გაგვცემს, ცხადია თემა ამოიწურება და დავწერთ, რომ ანუკი არეშიძე გმობს კახი კალაძის ჰომოფობიურ კამპანიას ეს კარგი პრეცედენტი იქნება.

4) თუ არ გვიპასუხებს, ან გაიზიარებს თქვენს აზრს, უბრალოდ თქვენს სიტყვებს ვთარგმნით და კონტექსტის და ჰომოსექსუალების საფრთხეების აღწერით - წერილს გავაგზავნით მოდის სახლებში, რომ თავად გადაწყვიტონ რა ფორმით შეაგნებინონ თქვენს ოჯახს, რომ უდანაშაულო ადამიანების ბინძურებად მონათვლა და ძალადობის პროვოცირება - ტეხავს და ცივილიზებულ სამყაროში მიუღებელია. 

5) რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ეს ყველაფერი არის ლეგიტიმური და დემოკრატიული - უფრო მეტიც, ეს ჩვენი ვალია და ეს ვალი უნდა შევასრულოთ, თუ გვსურს დემოკრატიულ საზოგადოებად შევდგეთ.

6) რაც შეეხება პრიმიტიული “სამ დურაკის” ნაწილს. ჩემი ქმარი თუ რამეში დამნაშავეა, პროკურატურა თქვენია, სასამართლო თქვენია, 10 წელია დათარეშობთ - ბოკერია არსად გაქცეულა, გვერდზე სადარბაზოში ცხოვრობს. მე თქვენგან განსხვავებით, ენა არ მაქვს გადმოგდებული და არაფერს გაბრალებთ. მე თქვენს სიტყვებზე გაკისრებთ პასუხისმგებლობას და თქვენი ცოლის აზრი მაინტერესებს!

ტაბულასა და ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი ეხმაურება დედაქალაქის მერს, კახა კალაძეს, რომელიც მას "ოჯახში შევარდნასა და ბულინგში" ადანაშაულებს და კვლავ ამტკიცებს, რომ მაკდონალდსის საბავშვო მენიუზე თანდართული ბროშურა, რომელიც ელტონ ჯონის ქორწინების შესახებ მოგვითხრობს, ბავშვებში LGBT პროპაგანდა და სიბინძურეა.

კომენტარები