ბელარუსი-საქართველო

ლუკაშენკო: საქართველოს დასავლეთის დაპირებები მოჰბეზრდა და ჩვენს ბაზრებზე დაბრუნება სურს

ალექსანდრ ლუკაშენკო

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს თქმით, საქართველოს დასავლეთის დაპირებები ყელში ამოუვიდა და სურს, პოსტსაბჭოთა ქვეყნების ბაზრებზე კვლავ დაბრუნდეს. ამის შესახებ მან კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრაზე ისაუბრა

"საქართველოს მაგალითი. თქვენ ხედავთ გარკვეულ ცვლილებას მათ პოლიტიკაში – ყელში ამოუვიდათ დასავლური დაპირებები და სხვა რაღაცები. სურთ, ისევ ჩვენს ბაზარზე დაბრუნდნენ, რადგან არავინ შეგიშვებთ მათ ბაზრებზე რძით, ხორცით, ღვინით. ბაზრები დიდი ხანია იყოფა და მათთვის მძიმე ბრძოლა მიმდინარეობს. და ეს არის მეორე მიზეზი, რის გამოც ჩვენ ერთად უნდა დავრჩეთ". - თქვა ლუკაშენკომ.

ბელარუსის ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ თუ დასავლეთის მხრიდან რაიმე შეთავაზება იქნება, ეს იქნება მხოლოდ რესურსების სანაცვლოდ ან დასავლეთისთვის მომგებიანი პოლიტიკური კურსის გატარებისთვის.

"არ არის საჭირო აჩქარება, ერთმანეთისთვის საქმის გაუარესება და ერთმანეთისგან დაშორება. ჩვენ ერთად უნდა ვიყოთ, განსაკუთრებით ამ რთულ დროს". - დასძინა ლუკაშენკომ.

კომენტარები