თავდასხმა ლევან ბერძენიშვილზე

კირთაძე: ისტორიული და რელიგიური სიმბოლოებით ოცნება ძალადობის ლეგიტიმაციას ცდილობს

ისტორიული და რელიგიური სიმბოლოების გამოყენებით ქართული ოცნება, პუტინისტური რეჟიმი ცდილობს ძალადობის ლეგიტიმაციას და ამ ყველაფრის ისე წარმოჩენას, თითქოს საზოგადოებაში შიგნით არსებობდეს გარკვეული ტიპის დაპირისპირება. სინამდვილეში, ქართული ოცნება არის დამკვეთი, სპონსორი და შემსრულებელი ამ ძალადობის მთლიანი ჯაჭვის, რასაც ჩვენ თითქმის ყოველდღიურად ვხედავთ უკვე. ყოველთვის აუცილებლად ძალიან ცუდად უბრუნდებოდა ყველა ავტორიტარულ რეჟიმს ის ძალადობა, რომელსაც ის ახალისებდა, უკვეთავდა და ორგანიზებას უწევდა.

ამბობს ევროპული საქართველოს წევრი, თენგო კირთაძე. დღეს, 20 ივნისს, ჭავჭავაძის გამზირზე ლევან ბერძენიშვილს თავს დაესხნენ, წყალი შეასხეს და კვერცხები ესროლეს.  უცნობი პირი ბერძენიშვილს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, აგინებდა და მოღალატეს უწოდებდა. 

კომენტარები