რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ჩვენმა მესაზღვრეებმა ბახმუტთან ოკუპანტების ჯარის საველე საწყობი გაანადგურეს – უკრაინა

უკრაინელი სამხედრო ბახმუტში

უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, მესაზღვრეებმა ქალაქ ბახმუტთან რუსეთის ჯარის საბრძოლო კომპლექტით სავსე საველე საწყობი გაანადგურეს. 

"მესაზღვრეები ცეცხლით და აფეთქებებით ბახმუტთან რუსული ჯარის განადგურებას განაგრძობენ. აეროდაზვერვამ აღმოაჩინა, ხოლო ნაღმმტყორცნელებმა განახორციელეს დარტყმა საველე შემადგენლობაზე, სადაც რუსი სამხედროები საბრძოლო კომპლექტის კონცენტრირებას ახდენდნენ". - ნათქვამია განცხადებაში.

ამავე ინფორმაციით, ერთ-ერთი ნაღმი საწყობს მოხვდა, რამაც აფეთქება გამოიწვია. შედეგად კი განადგურებულია საწყობი, საფორტიფიკაციო ნაგებობა და ორი რუსი ოკუპანტი.

კომენტარები