რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბელგოროდის გუბერნატორი: უკრაინელებმა ცეცხლი ვალუიკის რაიონს გაუხსნეს

ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი
Sputnik/Mikhail Klimentyev/Kremlin via REUTERS/File Photo

ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი, ვიაჩესლავ გლადკოვი საკუთარ ტელეგრამ-არხზე ავრცელებს მორიგ ცნობას მისი ოლქის უკრაინის ტერიტორიიდან დაბომბვის შესახებ.

გლადკოვის მტკიცებით, ვაუიკის საქალაქო რაიონზე მიტანილი იერიშის შედეგად დაშავებულია 7 ადამიანი. მისივე ცნობით, დაზიანდა 5 კორპუსი და 1 კერძო სახლი.

რამდენიმე კვირის წინ პროუკრაინული ჯგუფები - რუსული მოხალისეთა კორპუსი (РДК) და ლეგიონი რუსეთის თავისუფლება (ЛСР) რუსეთის ტერიტორიაზე, ბელგოროდის ოლქში შევიდნენ და საბრძოლო მოქმედებებს ჩაატარეს. პირველი მსგავსი შემთხვევა 2 მარტს მოხდა.

ბოლო ოპერაციების შემდეგ РДК-მ და ЛСР-მ ტყვედ აიყვანეს რუსი სამხედროები, რომელთა ნაწილიც შემდეგში უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გადასცეს და უკრაინელ სამხედრო ტყვეებში გაცვალეს.

ომის დაწყების შემდეგ ბელგოროდი რეგულარუად ხდება საარტილერიო იერიშებისა და დრონების სამიზნე.

კომენტარები