რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

გერმანია უკრაინას Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის 64 მართვად რაკეტას გადასცემს

გერმანიის თავდაცვის მინისტრის, ბორის პისტორიუსის თქმით, გერმანია უკრაინას Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის 64 მართვად რაკეტას "სასწრაფოდ" გადასცემს

"ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი ნიშანი უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარდასაჭერად და საჰაერო თავდაცვის უზრუნველსაყოფად. განსაკუთრებით ახლა, ომის ამ კონკრეტულ ფაზაში". - თქვა პისტორიუსმა.

1 ივნისს, მოლდოვაში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე ჩასვლისას, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოკავშირეებს მოუწოდა, შექმნან "Patriot-ების კოალიცია", რომელიც, "მოერიშე თვითმფრინავების კოალიციის" მსგავსად, უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას გაუწევს კოორდინირებას. 

Patriot საჰაერო თავდაცვის სისტემების მწარმოებელი, Raytheon Technologies გეგმავს, რაკეტების წარმოება მნიშვნელოვნად გაზარდოს და დამატებითი სისტემები უკრაინაში გაგზავნოს.

კომენტარები