რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

გერმანიისთვის ტანკების მიყიდვას შვეიცარიის პარლამენტის ერთმა პალატამ მხარი დაუჭირა

გერმანული გამოცემა Bild-ის ცნობით, შვეიცარიას კონსერვაციაზე მყოფი 96 ერთეული Leopard-2A4-ის ტიპის ტანკიდან 25-ის გერმანიისთვის მიყიდვა სურს, რომლებსაც გერმანიაში მოდერნიზაციას ჩაუტარებენ და შემდეგ უკრაინაში გაგზავნიან.

ამავდროულად, შვეიცარიის პარლამენტმა მხარი დაუჭირა, Leopard-2A4-ის ტიპის ტანკების კონსერვაციას, რაც ტანკების გერმანიისთვის გადაცემისთვის აუცილებელ პრერეკვიზიტს წარმოადგენს. თუმცა, გადაწყვეტილებას საბოლოო დამტკიცებისთვის ჯერ მხარი პარლამენტის მეორე პალატამ უნდა დაუჭიროს, შემდეგ კი უკანასკნელი სიტყვა ქვეყნის მთავრობაზეა, რომელიც წარსულში ამის შესახებ მზაობისკენ მიანიშნებდა.

მიუხედავად ამისა, შვეიცარიის პარლამენტში ზემოხსენებულ გადაყვეტილებაზე აზრთა სხვადასხვაობაა. კენჭისყრას არ დაესწრებიან ადგილობრივი ულტრამემარჯვენე პარტიის SVP-ის დეპუტატები.

აღსანიშნავია, რომ შვეიცარია საკუთარი იარაღების უკრაინისთვის გაგზავნაზე უარს ამბობდა, ამის მიზეზად კი სამხედრო ნეიტრალიტეტს აცხადებდა. ნეიტრალიტეტის შესახებ კანონი გერმანიას საკუთარი Gepard-ის ტიპის ანტისაჰაერო ტანკებისთვის საბრძოლო მასალის შეძენასაც კი უზღუდავდა, რადან საბრძოლო მასალები შვეიცარიაში იყო წარმოებული.

კომენტარები