2023 წელს გარდაცვლილები

ოსკაროსანი მსახიობი და პოლიტიკოსი გლენდა ჯექსონი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა

ცნობილი ბრიტანელი მსახიობი და პოლიტიკოსი, გლენდა ჯექსონი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. ჯექსონის წარმომადგენლების თქმით, მსახიობი საკუთარ სახლში მცხირეხნიანი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.

გლენდა ჯექსონმა საერთაშორისო აღიარება 1970-იან წლებში მოიპოვა. 1970 და 1973 წელს ფილმებში Women in Love და A Touch of Class შესრულებული როლებისთვის ჯექსონს საუკეთესო ქალი მსახიობის კატეგორიაში ოსკარი გადასცეს. 

ამავდროულად, ჯექსონი იმ მცირერიცხვოვან მსახიობთა სიაში შედის, რომლებმაც სხვადასხვა დროს ამერიკის კინოაკადემიის, Emmy-ის და Tony Award-ის ჯილდოები აქვს მიღებული.

1978 წელს დედოფალმა ელისაბედ მეორემ გლენდა ჯექსონი ბრიტანეთის იმპერიის უმაღლესი ორდენით დააჯილდოვა.

1992 წელს ჯექსონმა სამსახიობო კარიერა შეაჩერა და ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტიის მანდატით თემთა პალატის წევრი გახდა. 2015 წელს კი გლენდა ჯექსონმა მორიგ არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვა და სამსახიობო კარიერა განაახლა.

2019 წელს ჯექსონი ფილმში Elizabeth is Missing შესრულებული როლისთვის BAFTA Awards-ზე საუკეთესო ქალი მსახიობის კატეგორიაში გაიმარჯვა, ეს მისი ერთ-ერთი უკანასკნელი ჯილდო იყო.

კომენტარები