საქართველოს მთავრობა

პრემიერი: აღვნიშნეთ, რომ საქართველოს სწრაფვა EU-სკენ არასოდეს ყოფილა ასეთი მტკიცე

მოხარული ვარ, რომ შევხვდი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს. ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ საქართველოს სწრაფვა ევროკავშირისკენ არასოდეს ყოფილა ისეთი მტკიცე, როგორიც ახლაა და ვიმედოვნებთ, რომ ევროპული საბჭო მიიღებს კიდევ ერთ ისტორიულ გადაწყვეტილებას და საქართველოს მიანიჭებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს.

მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ მიშელს საქართველოს ევროპული მომავლისადმი მისი პირადი მხარდაჭერისთვის. 

წერს ირაკლი ღარიბაშვილი შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ.

კომენტარები