გერმანია

გერმანიამ ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის განახლებული გეგმა წარადგინა

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი
Markus Schreiber/AP

გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის თქმით, რუსეთის უკრაინაში შეჭრამ უსაფრთხოების საკითხებში ევროპა უფრო დაუცველი გადახადა. კანცლერის განმარტებით, ამის გამო ბერლინმა ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიას გადახედა და ახალი გეგმა წარადგინა

შოლცმა ბერლინში გამართულ პრესკონფერენციაზე სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად ვრცელი ანგარიში წარადგინა და მათთან ერთად მთავრობის შესწორებულ უსაფრთხოების გეგმაზე ისაუბრა.

შოლცის მსგავსად, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა ასევე ხაზი გაუსვა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრით გამოწვეულ ევროპის დაუცველობას. 

ოფიციალური ინფორმაციით, უსაფრთხოების ახალი გეგმა მოიცავს გაძლიერებულ გარემოს დაცვის პოლიტიკას, გაუმჯობესებულ თანამშრომლობას აფრიკის ქვეყნებთან, ასევე სასურსათო უსაფრთხოებაზე მუშაობასა და განახლებულ სამხედრო პროგრამას.

კომენტარები