ქართული ოცნება

კობახიძე: ოცნების წარმომადგენლების მხრიდან ანტიდასავლური განცხადება არასოდეს გაკეთებულა

ყველაფერი, მაქსიმუმი კეთდება იმისთვის, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს, მათ შორის, ირაკლი ღარიბაშვილის მხრიდან. როცა საუბარია ანტიდასავლურ განცხადებებზე - ქართული ოცნების წარმომადგენლების მხრიდან არასდროს არაფერი ანტიდასავლური განცხადება არ გაკეთებულა. რადიკალური ოპოზიცია კი მუდმივად ანტიქართულ განცხადებებს აკეთებს, როდესაც ის ამბობს, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ ეკუთვნის და ა.შ. ეს არის მართლაც ანტიქართული განცხადებები. 

ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებთან საუბარში.

კომენტარები