რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კადიროვის ძალები ბელგოროდში საბრძოლველად გაგზავნეს – მედია

NEXTA

მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის ძალები ბელგოროდში გაგზავნეს. ამის შესახებ ინფორმაციას NEXTA AP Wagner-ის ტელეგრამ-არხზე დაყრდნობით ავრცელებს

"გავრცელდა ინფორმაცია, რომ ახმატის სპეცდანიშნულების რაზმები ჩავიდნენ შებეკინოში. როგორც ჩანს, მალე გველოდება რუსეთის მოხალისეთა კორპუსის ეპიკური ბრძოლები ახმატის წინააღმდეგ". - წერს AP Wagner-ი.

გარდა ამისა, კადიროვი აცხადებს, რომ ჩეჩნეთმა შესაძლოა როსგვარდიის, თავდაცვის სამინისტროსა და პოლიციის ათასობით მებრძოლი გაგზავნოს ბელგოროდის რეგიონში "დივერსანტებთან" საბრძოლველად. 

ჩეჩნურმა ქვედანაყოფმა, "ახმატმა" რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტი გააფორმა

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ ჩეჩნურ ქვედანაყოფთან, ახმატთან პირველი კონტრაქტი გააფორმა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედია თავდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს

რუსული მედიის ცნობით, კონტრაქტი განსაზღვრავს ახმატის მოხალისეთა ქვედანაყოფის საქმიანობის სამართლებრივ რეგულირებას "სპეცოპერაციის ზონაში", ასევე კონტრაქტის ფარგლებში გათვალისწინებულია ქვედანაყოფის მოხალისეთა და მათი ოჯახის წევრებისთვის სახელმწიფოს მიერ დადგენილი სოციალური დაცვისა და მხარდაჭერის ზომების განსაზღვრა. 

აქამდე რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნიკოლაი პანკოვმა გაავრცელა ცნობა, რომ 1-ელი ივლისისთვის ყველა "მოხალისეთა რაზმებმა" უნდა გააფორმოს კონტრაქტი თავდაცვის სამინისტროსთან და შესაბამისი ბრძანება უკვე ხელმოწერილია მინისტრის მიერ. პანკოვის თქმით, ეს გადაწყვეტილება საშუალებას იძლევა, რომ "მოხალისეობრივ დანაყოფებს" სამართლებრივი სტატუსი მიანიჭონ. მისივე თქმით, ეს ხელს შეუწყობს, რომ მსგავსი დანაყოფები დააკომპლექტონ როგორც სამხედრო მოსამსახურეებით, ისე "მოხალისეებით". პანკოვმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ "მოხალისეებს" შეეძლებათ ინდივიდუალური კონტრაქტების გაფორმება როგორც მოხალისეობრივ დანაყოფებთან ან თავდაცვის სამინისტროსთან.

კომენტარები