რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კახოვკის ჰესის აფეთქებით გამოწვეული ზიანი €1.5 მილიარდს აღემატება – ხერსონის ადმინისტრაცია

კახოვკის კაშხლის აფეთქების შემდეგ, ნანგრევებიდან წყალი გადმოედინება.

ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის მეთაურის ალექსანდრ პროკუდინის თქმით, კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის დანგრევის შედეგად გამოწვეული ზიანი 1.5 მილიარდ ევროს აღემატება. ამის შესახებ იგი სოციალურ ქსელში წერს

გარდა ამისა, პროკუდინის განმარტებით, ჰესის აფეთქების შედეგად დაიტბორა დაახლოებით 55 ათასი ჰექტარი ტყე.

"წყალი, რომელიც გამოუსადეგარი გახდა ტერორისტული თავდასხმის გამო, მთელ მსოფლიოს ორი დღის განმავლობაში ეყოფოდა". - წერს პროკუდინი.

ამასთანავე, მისივე თქმით, უკრაინის უმაღლესი რადას გარემოსდაცვითი პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განიხილეს რეგიონში გარემოსდაცვითი მდგომარეობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებული არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი. მისი განმარტებით, ეს მოიცავს გარემოსდაცვითი და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მუდმივ მონიტორინგს.

როგორც პროკუდინი წერს, ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ხერსონის რეგიონში სასმელი წყლის ფასებზე სახელმწიფო კონტროლი.

6 ივნისს კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი დაინგრა, რასაც წყალდიდობა მოჰყვა. უკრაინელების განცხადებით, ნგრევა რუსი ოკუპანტების მიერ კაშხლის აფეთქებას მოჰყვა. თუმცა, მოსკოვის მტკიცებით, ჰესზე თავდასხმა უკრაინელებმა მოაწყვეს.

აღსანიშნავია, რომ გავრცელებული კადრების მიხედვით, კაშხალთან წყალქვეშა აფეთქება მოხდა და ის სარაკეტო იერიშის შედეგად არ დანგრეულა.

კაშხლის ნგრევას უკრაინული დასახლებების დატბორვა მოჰყვა. 

კომენტარები