რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბრიტანეთი: ღია კრიტიკის ფონზე შოიგუ აცნობიერებს პოზიტიური იმიჯის შენარჩუნების აუცილებლობას

სერგეი შოიგუ

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის შეფასებით, რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ მზარდი კრიტიკის ფონზე პოზიტიური იმიჯის შენარჩუნების აუცილებლობას აცნობიერებს. 

გარდა ამისა, ბრიტანეთის დაზვერვის განმარტებით, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სულ მცირე, ორი კომენტარი გააკეთა რუსეთის თავდაცვითი ოპერაციების შესახებ, მათ შორის, უკრაინის დანაკარგების შესახებ გაზვიადებული განცხადებები.

"შოიგუმ რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიას ძალისხმევის გაორმაგებისკენ მოუწოდა და ამასთან, დასავლეთის სამხედრო ოლქის ოფიცრები გააკრიტიკა იმის გამო, რომ სარეზერვო ჯავშანტექნიკა ფრონტზე საკმარისად სწრაფად არ გაგზავნეს.

შოიგუ, სავარაუდოდ, კარგად აცნობიერებს პოზიტიური იმიჯის შენარჩუნების აუცილებლობას მისი ზოგიერთი რუსი თანამემამულის მხრიდან მზარდი ღია კრიტიკის ფონზე". - წერს ბრიტანეთის დაზვერვის სამსახური. 

კომენტარები