რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთის თავდაცვა: უკრაინა ჩვენი შავი ზღვის ფლოტის ხომალდს თავს დრონებით დაესხა

სადაზვერვო ხომალდი პრიაზოვიე

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ დღეს, 11 ივნისს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა საზღვაო დრონებით, ანუ უეკიპაჟო, მართვადი კატერებით სცადეს შავი ზღვის ფლოტის სადაზვერვო ხომალდ პრიაზოვიეზე თავდასხმა.

რუსეთის თავდაცვის უწყებაში ირწმუნებიან, რომ თავდასხმა, რომელიც ექვსი უპილოტო კატერის მეშვეობით განხორციელდა, წარუმატებელი იყო, ყველა დრონი გაანადგურეს და გემი არ დაზიანებულა. 

ამას გარდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, თავდასხმის წინ შავი ზღვის ცენტრალურ ზონაში სადაზვერვო სამუშაოს ასრულებდა აშშ-ს სამხედრო-საჰაერო ძალების RQ-4B Global Hawk-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი. უწყება ირწმუნება, რომ ეს დრონი სხვა მსგავსი თავდასხმების წინაც ჰყავდათ შენიშნული.

კომენტარები