ქართული ოცნება

კობახიძე ახალგაზრდებზე: არეული აქვთ პოლიტიკური ორიენტაცია, თუმცა არამარტო

ირაკლი კობახიძე
იმედი

ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ კვლავ თქვა, რომ ქართველ ახალგაზრებს ორიენტაციის პრობლემა აქვთ. მანამდე, 10 ივნისს, ირაკლი კობახიძემ თსუ-ში მისთვის რუსული რუბლების დაყრაზე საუბრისას თქვა, რომ ახალგაზრებს ორიენტაცია აქვთ არეული და საჭიროა, ცოლი მოიყვანონ და დაქორწინდნენ.

მისი განმარტებით, ახალგაზრებს პირველ რიგში პოლიტიკური ორიენტაციის პრობლემა აქვთ, თუმცა ეს პირდაპირაა დაკავშირებული სხვა ორიენტაციასთან.

"აქ საუბარი იყო კონკრეტულ ახალგაზრდებზე, რომლებსაც აქვთ მართლა ყველანაირი ორიენტაცია არეული, ყველანაირ ორიენტაციაში, პირველ რიგში, იგულისხმება, რა თქმა უნდა, პოლიტიკური ორიენტაცია, თუმცა არამარტო, სხვა ტიპის ორიენტაციაც იგულისხმება. მათ აქვთ, პირველ რიგში, პოლიტიკური ორიენტაციის პრობლემა, თუმცა ეს პოლიტიკური ორიენტაციის პრობლემა სხვა ორიენტაციასთან არის პირდაპირ დაკავშირებული." - ამბობს კობახიძე.

ამასთან, მისი თქმით, ის საუბრისას არ მოიაზრებს ყველა ახალგაზრდას და ორიენტაციარეული ადამიანები არ არიან ღირსეული და ჯანსაღი ახალგაზრდობა.

"ერთი რამ მინდა, რომ ასევე ვთქვა, ცდილობენ, რომ რაღაცნაირად ეს ახალგაზრდები გააიგივონ ჩვენს ახალგაზრდობასთან ზოგადად. მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ქვეყანას, ეს ყველამ იცის, ჰყავს ღირსეული ახალგაზრდობა, გამორჩეული ახალგაზრდობა და ამ კონკრეტულ ადამიანებზე ქართული ახალგაზრდობის დაყვანა არის ძალიან დიდი სირცხვილი და ეს არის დაუშვებელი. ეს ახალგაზრდები, კონკრეტული ადამიანები, რომლებსაც აქვთ არეული ორიენტაცია არ არიან, რა თქმა უნდა, ჩვენი ღირსეული, ჯანსაღი ახალგაზრდობა." - ამბობს კობახიძე.


ირაკლი კობახიძეს თსუ-ში რუსული რუბლები დააყარეს. კობახიძე ლექციის შემდეგ შენობას ტოვებდა, როდესაც, სავარაუდოდ, ერთ-ერთმა სტუდენტმა მას რუსული რუბლი კიბეზე ჩასვლისას გადაუყარა. 

კომენტარები