რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კანადის პრემიერმინისტრი კიევში ჩავიდა

კანადის პრემიერმინისტრი, ჯასტინ ტრუდო, დაღუპული უკრაინელი ჯარისკაცების მემორიალი, კიევის ცენტრი, 2023 წლის 10 ივნისი

10 ივნისს კანადის პრემიერმინისტრი, ჯასტინ ტრუდო უკრაინის კონტრშეტევისთვის მხარის დასაჭერად კიევში ჩავიდა და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკისაც შეხვდა, თუმცა შეხხვედრის შესახებ დეტალები არ გავრცელებულა.

ამასთან, ტრუდომ კიევის ცენტრში მემორიალთან პატივი მიაგო უკრაინელ ჯარისკაცებს, რომლებიც 2014 წლიდან რუსულ ძალებთან ბრძოლაში დაიღუპნენ.

"კეთილი იყოს თქვენი მობრძანება უკრაინაში, ბატონო პრემიერმინისტრო." - დაწერა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ანდრეი მელნიკმა Twitter-ზე, ფოტოსთან ერთად, სადაც მატარებლის სადგურზე ტრუდოს ხელს ართმევს. 

NATO-ს წევრი კანადა, რომელსაც მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი უკრაინული დიასპორა ჰყავს, 2022 წლის თებერვალში რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშატაბიანი შეჭრის შემდეგ უკრაინას სამხედრო და ფინანსურ დახმარებას უწევს.

კანადის პრემიერმინისტრს ვიზიტისას თან ახლდა ვიცე-პრემიერი, კრისტია ფრილანდი, რომელიც უკრაინულ ენაზე საუბრობს.

კომენტარები