რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ტრუდო: დარწმუნებული ვარ, უკრაინა გაიმარჯვებს

კანადის პრემიერმინისტრის, ჯასტინ ტრუდოს თქმით, უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ ომს მოიგებს. მისივე თქმით, კანადა კიევის დახმარებას გააგრძელებს.

"ეჭვი არ მეპარება და დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინა გაიმარჯვებს". - თქვა ტრუდომ. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ კანადა "განზე არასოდეს დადგება" და რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს.

"ჩვენ გავაგრძელებთ სამხედრო, ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ, სავაჭრო და კომერციულ მხარდაჭერას, რათა შევქმნათ წარმატებული მომავალი ჩვენთვის და ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც იზიარებს ჩვენს ღირებულებებს". - თქვა პრემიერმა.

კომენტარები