უკრაინა

უკრაინის უცხოური ვალუტის რეზერვებმა 11-წლიან მაქსიმუმს მიაღწია – უკრაინის ეროვნული ბანკი

უკრაინის ცენტრალური ბანკი
Bloomberg

უკრაინის ცენტრალური ბანკის წინასწარი მონაცემების თანახმად, მიმდინარე წლის 1-ელი ივნისის მდგომარეობით, უცხოური ვალუტის რეზერვებმა 11-წლიან მაქსიმუმ მიაღწია და $37.3 მილიარდი შეადგინა. 

ამასთან, მაისში უკრაინის ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვები 4%-ით გაიზარდა, ხოლო 2011 წლის აგვისტოსთან მიმართებით აღნიშნული მაჩვენებელი რიგით მეორე ყველაზე მაქსიმალური დონეა. 

ამავე ინფორმაციით, საერთაშორისო რეზერვების დინამიკა 2023 წლის მაისის განმავლობაში განპირობებული იყო მრავალი ფაქტორით. თუმცა, უკრაინის ცენტრალური ბანკის გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ უცხოური ვალუტის რეზერვების ზრდა საერთაშორისო პარტნიორების დახმარებამ განაპირობა. 

"საერთაშორისო პარტნიორების სტაბილური და უწყვეტი დახმარების დამსახურებით, საერთაშორისო რეზერვები გაიზარდა და ეროვნული ბანკის მიერ ვალუტის გაყიდვების წმინდა მაჩვენებელსა და ქვეყნის მიერ უცხოურ ვალუტებში სავალო გადახდების მაჩვენებელს გადააჭარბა". – წერია უკრაინის ეროვნული ბანკის განცხადებაში.

ამასთანავე, უკრაინის ცენტრალური ბანკის ინფორმაციით, ევროკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და მსოფლიო ბანკისაგან $4.23 მილიარდი ფინანსური დახმარება მიიღო. 

გარდა ამისა, უკრაინის მთავრობამ საგარეო ვალებისათვის $842.2 მილიონი გადაიხადა, ხოლო საერთაშორისო სავალუტო ფონდისათვის $195.5 მილიონი გამოყო.

კომენტარები