ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძეს თსუ-ში რუსული რუბლები დააყარეს

კადრი ვიდეოდან/რადიო თავისუფლება

ქართული ოცნების თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რუსული რუბლები დააყარეს. 

კობახიძე ლექციის შემდეგ შენობას ტოვებდა, როდესაც, სავარაუდოდ, ერთ-ერთმა სტუდენტმა მას რუსული რუბლი კიბეზე ჩასვლისას გადაუყარა. ვიდეოს რადიო თავისუფლება ავრცელებს. 

რუსული კანონის პროტესტის პარალელურად, ირაკლი კობახიძეს სტუდენტებმა აქცია-პერფორმანსი 11 მარტსაც მოუწყვეს. ოცნების თავმჯდომარე ლექციის ჩასატარებლად არ მივიდა. სტუდენტებმა აუდიტორიასთან გააკრეს ბანერები წარწერით - "ღალატს ვერ გამოითხოვ!", "მომავალს ვერ წაგვართმევ", გადადებული საქმე ეშმაკისაა". ასევე, აუდიტორიასთან დატოვეს კობახიძის წიგნები წარწერებით - "მტრის არ მგმობი მოღალატეა" და ა.შ.  

კომენტარები