რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

დაზუსტებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკრაინის კონტრშეტევა დაწყებულია – პუტინი

ვლადიმირ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის თქმით, უკრაინის კონტრშეტევა უკვე დაწყებულია

"სტრატეგიული რეზერვების გამოყენება უკრაინის კონტრშეტევის დაწყებაზე მიგვანიშნებს". - აღნიშნა პუტინმა. მანვე დასძინა, რომ ამ დრომდე უკრაინის სამხედრო ძალებს წარმატებისთვის არ მიუღწევიათ. 

"რაც შეეხება იმ საკითხს, ჩაიშალა თუ არა კონტრშეტევა, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჯერჯერობით კონტრშეტევის ყველა მცდელობა კრახით დასრულდა. თუმცა კიევის სამხედრო ძალების თავდასხმითი პოტენციალი ჯერ კიდევ შენარჩუნებულია". - ამბობს პუტინი. 

რუსეთის პრეზიდენტმა სცადა ხაზგასმით აღენიშნა, რომ გასული დღეების განმავლობაში უკრაინამ მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადა. მისი თქმით, ჩვეულებისამებრ კონტრშეტევის დროს დანაკარგების თანაფარდობა 3/1-ზეა, თუმცა უკრაინის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი კიდევ მეტად დრამატულია. 

კომენტარები