რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კახოვკის ზოოპარკის დატბორვას მისი ყველა ბინადარი ემსხვერპლა – არასამთავრობო

ცხოველთა უფლებების დაცვის ორგანიზაციის, UAnimals-ის თქმით, ოკუპირებულ ნოვაია-კახოვკაში ზოოპარკი "კაზკოვა დიბროვა" კაშხლის აფეთქების შედეგად მთლიანად დაიტბორა. ზოოპარკის დატბორვას მისი ყველა ბინადარი ემსხვერპლა.

"მხოლოდ გედებმა და იხვებმა მოახერხეს გაქცევა" - წერს ორგანიზაცია.

როგორც უკრაინული მედია წერს, ორგანიზაციამ ამის შესახებ ზოოპარკის ხელმძღვანელობისგან შეიტყო, თუმცა წყარო უსაფრთხოების მიზნით ანონიმური დარჩა.

"ჩვენ მაქსიმალურად ვეცადეთ, გადაგვერჩინა ოკუპაციის ქვეშ მყოფი ზოოპარკი. ახლა ის აღარ არსებობს." - თქვა ანონიმურმა წყარომ.

რუსეთი კაშხლის აფეთქებას უკრაინას აბრალებს. არსებობს მიმდებარე რაიონების, განსაკუთრებით მდინარე დნეპრის მარჯვენა სანაპიროს დატბორვის საფრთხე. 

ხერსონის სამხედრო ადმინისტრაციის მეთაურის, ოლექსანდრ პროკუდინის თქმით, ადგენენ, რომელი რაიონებია დატბორვის საფრთხის პირისპირ. მობილიზებულია პოლიცია და გადაუდებელ ვითარებათა სამსახური. მისივე თქმით, სახიფათო რაიონებიდან ადგილობრივების ევაკუაცია დაიწყო.

კახოვკის კაშხალი მნიშვნელოვანი ობიექტია ოკუპირებული ყირიმის წყალმომარაგებისთვისაც. ასევე, წყლის რეზერვუარი მნიშვნელოვანია რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ კონტროლირებადი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მომარაგებისთვის.

კომენტარები