საქართველო-უკრაინა

პრემიერი: მოლდოვაში იყო 45 ლიდერი, 5-6-მა ნახა ზელენსკი, რიგი არ ყოფილა ხელის ჩამოსართმევად

ირაკლი ღარიბაშვილი

"რიგი არ ყოფილა იქ ხელის ჩამოსართმევად" - ასე უპასუხა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კითხვას - "მოლდოვაში თქვენ და ვოლოდიმირ ზელენსკიმ ერთმანეთს გაუარეთ. თქვენი ინიციატივა იყო, რომ არ მისულიყავით დღეს უკვე მსოფლიო ლიდერთან თუ მისი ინიციატივა იყო, რომ თქვენთან არ ჰქონოდა რაიმე კომუნიკაცია". 

"თქვენ რომ გიყურებთ, ძალიან სასაცილოა ეს ყველაფერი, რაც ხდება მედიაში და ამ დეგრადირებულ ოპოზიციაში. არაფერი ხდებოდა განსაკუთრებული, იქ იყო 45 ლიდერი. აქედან შეიძლება, 5-6-მა ნახა ზელენსკი, მაქსიმუმ, 10-მა და ეს იყო. იქ რიგი არ ყოფილა იქ ხელის ჩამოსართმევად. საერთოდ, ძალიან მარტივად იყო ყველაფერი“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კითხვაზე, "საშუალება რომ გქონოდათ, რას ეტყოდით", საქართველოს პრემიერი ამბობს, რომ "ჩვეულებრივად" მიესალმებოდა. კითხვაზე, წარმატებას თუ უსურვებდა, ირაკლი ღარიბაშვილი პასუხობს - "საჯაროდ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენ ვუსურვებთ უკრაინას ომის დასრულებას, ტერიტორიების გამთლიანებას და მშვიდობას“.

კომენტარები