რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსული სამხედრო ტელეგრამ-არხის ცნობით, რუსეთმა უკრაინის სოფელი ნოვოდონეცკოე დაკარგა

უკრაინელი სამხედრო HIMARS-თან, აღმოსავლეთ უკრაინა 2022 წლის 1-ელი ივლისი.
Anastasia Vlasova for The Washington Post via Getty Images

რუსულმა ტელეგრამ-არხის, Rybar-ის ინფორმაციით, რუსეთის არმიამ სამხრეთ ფრონტზე სოფელი ნოვოდონეცკოე დაკარგა. 

"ვრემიევსკის აღმოსავლეთით უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯავშანტექნიკის ჯგუფმა მოახერხა რუსული ჯარების გამოდევნა სოფელ ნოვოდონეცკოედან". - წერს Rybar-ი.

ამავე ტელეგრამ-არხზე რომელიც თავდაცვის სამინისტროსთან დაახლოებულ გამოცემად ითვლება, აღნიშნა, რომ უკრაინის არმიამ შეტევისას პირველად გამოიყენა გერმანული Leopard-ის ტიპის ტანკები, ხოლო ახლა ორი ასეთი ტანკი და კიდევ ხუთი ჯავშანმანქანა ნოვოდონეცკშია. 

სოფელი ნოვოდონეცკოე მდებარეობს უგლედარიდან აღმოსავლეთით 20 კმ-ში, ხოლო დონეცკიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 60 კმ-ში.

კომენტარები