რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

CNN: მარკ მილის თქმით, უკრაინა კონტრშეტევისთვის ძალიან კარგადაა მომზადებული

მარკ მილი
CNN

აშშ-ს გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელის, მარკ მილის თქმით, უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ კონტრშეტევისთვის ძალიან კარგადაა მომზადებული. ამის შესახებ მან CNN-თან ინტერვიუში ისაუბრა

"მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა ძალიან კარგად არის მომზადებული რუსეთის წინააღმდეგ კონტრშეტევისთვის, ნაადრევია იმის თქმა, თუ რა შედეგები მოჰყვება ამას". - აღნიშნა მან. 

მილის თქმით, უკრაინა ჩართულია ომში, რომელსაც მნიშვნელობა არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის აქვს. 

"ისინი [უკრაინელები] არიან ომში, რომელიც ეგზისტენციალური საფრთხეა უკრაინისთვის და უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს დანარჩენი მსოფლიოსთვის – ევროპისთვის, რეალურად ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, მაგრამ ასევე მსოფლიოსთვის". – თქვა მილიმ.

კომენტარები