კადიროვთან კავშირში მყოფი ჩეჩნები საქართველოში

მდინარაძე ჩეჩნებზე: პროვოკაციაა, დევნილი ბიზნესმენი, გადაყენებული მერი და სამეგობრო იყვნენ

როგორც ვინოკუროვის შემთხვევაში, ვინმეს რომ შეეჩერებინა [ჩეჩნები], თქვენ იცით რას იტყოდით?! რომ გადაყენებული მერი, 2020 წელს კადიროვის მიერ დაჭერილი ადამიანი, შეაჩერეს ქართველებმა, პრობლემები შეუქმნესო, ისევე, როგორც ვინოკუროვის შემთხვევაში, პრობლემა რომ შექმნოდა, იტყოდით, რომ ანტიპუტინისტს შეუქმნეს. ახლა, როცა ეს არ მოხდა, პირიქით ატრიალებთ ამ თემას. 

ყველაფერი არის პროვოკაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ეს თემები აწიოთ, ადამიანის ემოციებზე იმოქმედოთ. პირველი რეაქცია მეც ცოტა უხერხული მაქვს ხოლმე, სანამ გავიგებ რაშია საქმე. ამ დროს, როცა აღმოაჩენ, რომ 2020 წელს დაჭერილი ბიზნესმენი ჩეჩნეთში, დევნილი რუსეთის ხელისუფლებისგან, გადაყენებული მერი და თავის სამეგობრო იყვნენ, შემდეგ უკვე რწმუნდები, რომ ეს არის თქვენ მიერ პირველ რიგში მოპოვებული ინფორმაცია, რომელიც სხვანაირად რომ ყოფილიყო, სხვანაირად იქნებოდა შეთავაზებული საზოგადოებისთვის.

თქვა ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ საქართველოში მყოფი ჩეჩნების შესახებ საუბრისას.

კომენტარები