კადიროვთან კავშირში მყოფი ჩეჩნები საქართველოში

ჩეჩნები საქართველოში 22 მაისიდან იმყოფებოდნენ – შსს-მ ათობით ვიდეოჯარიმა გამოწერა

ჩეჩენი ბიზნესმენი ასლანბეკ ახმეტხანოვის გარემოცვა საქართველოში, სავარაუდოდ, 22 მაისიდან იმყოფებოდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მათ მანქანებს ნომრებით – A777AC77, C777CE77, A777AK77 – ათობით ვიდეოჯარიმა გამოუწერა.

ჯარიმები გამოწერა 22 მაისიდანაა დაწყებული და ბოლო მათგანი 3 ივნისით თარიღდება. ჯარიმები ქვეყნის სხვადასხვა ქალაქშია გამოწერილი, მათ შორის, თბილისში, გრიგოლეთში, ლანჩხუთში, ქუთაისში, ხაშურში და ასე შემდეგ.

თავდაპირველად გავრცელებულ კადრებში ჩანდა რამდენიმე მანქანა. ფოტო-ვიდეომასალა, სავარაუდოდ, გადაღებული იყო ბათუმში, გასული თვის ბოლოს. ერთ-ერთი ავტომობილის ნომერი იყო C777CE77. როგორც შემდეგში სოციალური ქსელების მომხმარებლებმა გაარკვიეს, ეს მანქანა სავარაუდოდ ეკუთვნის ასლანბეკ ახმეტხანოვს. ახმეტხანოვის შვილის, როხიმის ინსტაგრამ-გვერდზე განთავსებულია ფოტო, რომელშიც ჩანს მანქანა ამავე ნომრით. იგივე ნომერი ჩანს თავად ასლანბეკ ახმეტხანოვის ინსტაგრამ-გვერდზე ატვირთულ ვიდეოშიც.

კომენტარები