კადიროვთან კავშირში მყოფი ჩეჩნები საქართველოში

ვოლსკი: მონათლო კადიროველებად და დააბრალო, რომ დივერსიული მიზნებით შემოვიდნენ, არასწორია

კადიროველი სხვა რამეა. კადიროველი არის თემა, რომელიც უკავშირდება ბოევიკების ჯგუფს, ან შეიარაღებული დაჯგუფების ადამიანებს [...] გროზნოს ყოფილი მერი, გადაყენებული - ვთქვათ, ბიზნესმენი, რომელსაც გარკვეული ფულადი რესურსი გააჩნია, მონათლო კადიროველებად და დააბრალო ის, რომ შემოვიდნენ რაღაც დივერსიული, კონსპირაციული მიზნებით, არასწორია [...] ფაქტია, რომ ეს ის თემა არ არის, რომლითაც, შეიძლება, ჩვენი უსაფრთხოების, ეროვნული უსაფრთხოების საკითხი რაიმე საეჭვო გარემოებაში აღმოჩნდეს. ასე რომ, კონტროლი საკმაოდ ინტენსიურია ნებისმიერ ადამიანთან მიმართებაში, ვინც საქართველოს საზღვარს კვეთს. 

ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, გია ვოლსკი. ვინ არის ჩეჩენი ასლანბეკ ახმეტხანოვი, რომელიც, სავარაუდოდ, საქართველოში იმყოფებოდა, იხილეთ აქ.

კომენტარები