რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბელგოროდის ოლქის გუბერნატორის მტკიცებით, ოლქის მიმართულებით 650 ჭურვი ისროლეს

ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი
Sputnik/Mikhail Klimentyev/Kremlin via REUTERS/File Photo

ბელგოროდის ოლქის გუბერნატორის, ვიაჩესლავ გლადკოვის თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალები ოლქის მიმართულებით წინა დღით 650 ჭურვი ისროლა. ამის შესახებ მან საკუთარ ტელეგრამ-არხზე დაწერა.

გლადკოვის განმარტებითვე, უკრაინამ ნოვაია ტავოლჟანკას მიმართულებით, ანუ ის, სადაც, მისივე თქმით, დივერსიული და სადაზვერვო ჯგუფი ცდილობდა შეღწევას, 185 ჭურვი გაისროლა. 

გარდა ამისა, როგორც ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი წერს, პროუკრაინულმა დაჯგუფებამ თვითმფრინავებიდან ორი ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა ჩამოაგდო.

მან ასევე აღნიშნა, რომ ჭურვების ჩამოგდებას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა, საცხოვრებელი კორპუსები, კულტურული დაწესებულებები და სხვა შენობა-ნაგებობები დაზიანდა.

22 მაისს რუსეთის ბელგოროდის ოლქზე მასობრივი იერიშები მიიტანეს, ამ მოვლენების ფონზე კი უკრაინის მხარეს მებრძოლმა რუსულმა მოხალისეთა კორპუსმა (РДК) და ლეგიონმა რუსეთის თავისუფლებამ გამოაცხადეს, რომ ისინი კვლავ შევიდნენ რუსეთის ტერიტორიაზე. ინფორმაცია მათ საკუთარ ტელეგრამ-არხებზე გაავრცელეს.

22 მაისს პროუკრაინული ჯგუფის წინააღმდეგ ბელგოროდის ოლქში "კონტრტერორისტული ოპერაცია" გამოაცხადეს და რეგიონში, სადაც მოქმედებები მიმდინარეობდა, ევაკუაცია დაიწყეს.

უკრაინა მოვლენებში პირდაპირ ჩართულობას უარყოფს.

კომენტარები