"ყოველდღე აქ ვიქნებით, ჩემი გეგმა არის, რომ ჩემი შვილი, ჩემი ლაზარე დავიხსნა იმ უსამართლობისგან, რა უსამართლობის წინაშეც დგას ბავშვი. მაქსიმალურად შევეცადე, გავრკვეულიყავი ყველაფერში, გავერკვიე და დავრწმუნდი, რომ ბავშვს აბრალებენ იმას, რაც არ გაუკეთებია.
იმ დღეს იქ ვიყავი, როცა იჭერდნენ, ხალხნო, მე ეგეთი არაფერი მინახავს, მოსკოვში თუ მინახავს. მგონია, რომ პოლიციელებს სპეციალურად აკეთებინებენ იმას, რომ ინსტიტუტი საერთაშორისო არენაზე დაბლა დაწიონ, გაუფუჭონ სახელი. თუ რამე კარგი იყო საქართველოში ყველაფერი გაგვიფუჭეს, რომ ევროკავშირმა გვითხრას, თქვენ არაფერს არ იმსახურებთ, იყავით სადაც ხართ, იყავით რუსეთთან."