ვიქტორ ორბანი

ორბანი: ერდოღანს რომ არ გაემარჯვა, სოროსის კაცი იმიგრანტებს საზღვრებს გაუხსნიდა

OMAR MARQUES/GETTY IMAGES

უნგრეთის პრემიერმინისტრმა, ვიქტორ ორბანმა თქვა, რომ რეჯეფ თაიფ ერდოღანის თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მისთვის დიდი შვება იყო. 

"ერდოღანს რომ არ გაემარჯვა, სოროსის კაცი იმიგრანტებს საზღვრებს გაუხსნიდა, მე ვლოცულობდი მისი [ერდოღანის] გამარჯვებისთვის". - თქვა ორბანმა.

უნგრეთის პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ ერდოღანს რომ არ გაემარჯვა, ნამდვილი ტრაგედია იქნებოდა. 

29 მაისს, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საპრეზიდენტო არჩევნებში მესამე ვადით გამარჯვების შესახებ გამოაცხადა.

მან სპეციალური მიმართვა სტამბოლში, მხარდამჭერების წინაშე გააკეთა და მათ მადლობა გადაუხადა ხმის მიცემისთვის, იმისთვის, რომ მომდევნო ხუთი წლით მართვის პასუხისმგებლობა დააკისრეს.

"ერთადერთი გამარჯვებული თურქეთია". – თქვა ერდოღანმა. 

კომენტარები