2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში

დესანტისი: ამერიკა არასწორი მიმართულებით მიდის, ვფიქრობ, ამას ყველა ვგრძნობთ

რონ დესანტისი
Haiyun Jiang/The New York Times

ფლორიდის გუბერნატორმა, რონ დესანტისმა თქვა, რომ ამერიკა არასწორი მიმართულებით მიდის, რასაც ყველა ხედავს და გრძნობს. 

"ჩვენი ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის. ვფიქრობ, ამას ყველა ვხედავთ. ამას ყველა ვგრძნობთ. ვინმე კმაყოფილია სამხრეთის ღია საზღვრით, საიდანაც შემოდინებული ნარკოტიკი მილიონობით ამერიკელს კლავს? არის ვინმე კმაყოფილი ეკონომიკური პოლიტიკით, რომელიც ხარჯების ზრდას იწვევს? ჩვენი დოლარის ღირებულება მხოლოდ ბოლო 4-5 წლის განმავლობაში თითქმის 20%-ით შემცირდა. ვინმეს უხარია, რომ გვყავს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, რომელიც ცდილობს, ჩვენი ენერგიის გამომუშავების უნარი შეაფერხოს, რომ ენერგოდამოუკიდებლები ვიყოთ?". - თქვა დეტანტისმა.

რონ დესანტისმა პრეზიდენტობის კანდიდატურა ოფიციალურად 24 მაისს წარადგინა. დესანტისი აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მთავარ კონკურენტად განიხილება. 

გასათვალისწინებელია, რომ შუალედურ არჩევნებში ტრამპის კანდიდატთა დიდმა ნაწილმა, რომლებიც 2020 წლის არჩევნების გაყალბებას ამტკიცებდნენ, მარცხი განიცადა. ექსპერტთა შეფასებით, ეს იმის მანიშნებელია, რომ ყოფილი პრეზიდენტი პარტიაში გავლენას კარგავს.

ამის პარალელურად კი ფლორიდის გუბერნატორმა და 2024 წლის არჩევნებში ტრამპის კონკურენტმა, თითქმის 20%-იანი უპირატესობით გაიმარჯვა. 

კომენტარები