ქართული ოცნება

ბოკერია ოცნებაზე: ძალაუფლების შენარჩუნების ფორმულა პუტინისტური ალიანსით ესმით

ძალაუფლების შენარჩუნების ფორმულა ივანიშვილსა და მის გარემოცვას ესმის ამ ტიპის პუტინისტური ალიანსით. ქართული ოცნების გზავნილები ყველა არის პუტინისთვის ფარული გზავნილები, რომ ჩვენ პრორუსულები კი არ ვართ, პროდასავლურებიც არ ვართ, არამედ პროქართულები ვართ. ჩვენ მტერს სჭირდება, რომ ჩვენ მტერი და მოყვარე ერთმანეთში ავრიოთ. 

2008 წლის ომის შემდეგ პირდაპირ დოკუმენტური მასალა არსებობდა, რომ რუსეთის პროპაგანდისტული მანქანის ინსტრუქცია ყველა მის სპიკერთან იყო ის კი არა, რომ რუსეთი აქეთ, არამედ თქვით, რომ ყველა ერთნაირი ნაგავია, რომ საქართველო და რუსეთი ერთნაირად დამნაშავე იყვნენ. რადგან, თუ ბოროტება და სიკეთე არ არის გამიჯნული, მაშინ ბოროტებას აქვს უპირატესობა, თუ ძალა აქვს. მოტივი ამ ყველაფრის არის ივანიშვილის ძალაუფლების შენარჩუნება. 

ამბობს ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია ტვ პირველის ეთერში.

კომენტარები