საქართველო-რუსეთი

ზურაბიშვილი: რუსეთის აგრესიას დათმობა კვებავს, დაშოშმინებას არსად, არასდროს უმუშავია

რასაც უკრაინამ მიაღწია 2022 წელს, არის ის, რასაც ვერ მიაღწია საქართველომ 1992 და 2008 წლებში და რაც ვერ შეძლო უკრაინამ 2014-15 წლებში. მათ შეძლეს მსოფლიოსთვის დაენახებინათ რუსეთის ნამდვილი ბუნება, რომ მითები რუსეთის დამცირებასა და დაუცველობაზე, არის მხოლოდ მითები აგრესიისა და ომების გამართლებისთვის. მსოფლიოს უდიდესმა ქვეყანამ უნდა გაიგოს და მიიღოს, რომ მასაც აქვს საზღვრები. 

ახლა ჩვენ სრულად უნდა გავიაზროთ, რომ რუსეთის აგრესიას კვებავს დათმობა და არა მიზანდასახულობა. დაშოშმინებას არასდროს არსად უმუშავია. არა ევროკავშირისა და NATO-ს გაფართოებას შეუქმნია საფრთხე და გამოუწვევია რუსეთის თავდასხმა, არამედ ამის მიზეზია თავად რუსეთის იმპერიალისტური ბუნება.

თქვა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს.

კომენტარები