აშშ-რუსეთი-ბელარუსი

ლუკაშენკო: ქვეყნები უნდა შეუერთდნენ რუსეთ-ბელარუსის კავშირს და ექნებათ ბირთვული იარაღი

ალექსანდრ ლუკაშენკო და ვლადიმირ პუტი

ბელარუსის ავტოკრატი პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს თქმით, რუსეთი ბირთვულ იარაღს გადასცემს ყველა ქვეყანას, რომელიც რუსეთ-ბელარუსის სამოკავშირო სახელმწიფოს შეუერთდება. ამის შესახებ ლუკაშენკომ რუს პროპაგანდისტ პაველ ზარუბინთან ისაუბრა.

"თუ ვინმე ამაზე ღელავს, არ მგონია, რომ ყასიმ ტოყაევი [ყაზახეთის პრეზიდენტი] ამაზე ღელავდეს, თუმცა თუ მოულოდნელად რამე მოხდება, მაშინ აღარავინ დაინტერესდება, აქვს თუ არა ყაზახეთს და სხვა ქვეყნებს ისეთივე მჭიდრო ურთიერთობა რუსეთს ფედერაციასთან, როგორიც ჩვენ გვაქვს.

ძალიან მარტივია, [ქვეყნები] უნდა შეუერთდნენ ბელარუსის კავშირს რუსეთთან და სულ ეს არის - ყველასთვის იქნება ბირთვული იარაღი" - ამბობს ლუკაშენკო.

"დღეს პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნები გულწრფელად უნდა იყვნენ დაინტერესებული საკავშირო სახელმწიფოსთან დაახლოებით, თუ, რა თქმა უნდა, მათ სურთ შეინარჩუნონ სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ მხოლოდ ერთად შეგვიძლია წინააღმდეგობა გავუწიოთ გლობალურ გამოწვევებს". - თქვა ლუკაშენკომ.

კომენტარები