რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ტვერის ოლქში უპილოტო საფრენი აპარატებით ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე იერიში მიიტანეს

რუსული მედიისა და მაღალჩინოსნების ცნობით, უკრაინამ უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანა ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, რომელიც დრუჟბას მილსადენს ემსახურება.

დრუჟბას მილსადენი მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ნავთობმიმწოდებელი ხაზია.

რუსული ტელეგრამ-არხი Baza იუწყება, რომ უპილოტო საფრენი აპარატები დაახლოებით 3:15-ზე ტვერის ოლქში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ პუნქტს დაესხნენ თავს. აფეთქების შედეგად დაზიანდა შენობა. ხანძარი საწარმოს თანამშრომლებმა თავადვე ჩააქრეს. არსებული ინფორმაციით, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. 

კომენტარები