რუსეთი

კრასნოდარის ცენტრში აფეთქება მოხდა – რუსული მედია

26 მაისს ღამით რუსეთის ქალაქ კრასნოდარის ცენტრში აფეთქება მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას Baza ტელეგრამზე ავრცელებს

გამოცემის ინფორმაციით, კრასნოდარის მაცხოვრებლები ამბობენ, რომ სულ მცირე ორი ძლიერი აფეთქება გაისმა ქალაქის ცენტრში დაახლოებით დილის 4 საათზე. 

Baza-ის ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა მას შემდეგ დაიწყეს ოპერაცია, რაც ქალაქს უპილოტო თვითმფრინავი დაესხა თავს. 

მოგვიანებით, რუსეთის ფედერაციის კრასნოდარის ტერიტორიის ოპერატიული შტაბმა ინფორმაცია ქალაქში აფეთქების შესახებ დაადასტურა.

ამასთან, რეგიონის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი Telegram-ზე წერდა, რომ რუსეთის ფედერაციის ბელგოროდის ოლქში მდებარე „გაზპრომის“ შენობას უპილოტო თვითმფრინავი დაესხა თავს

Baza-ს ცნობით, თავდასხმა 25 მაისს, დაახლოებით 23:00 საათზე მოხდა. აღნიშნულია, რომ გაზპრომის შენობა დაზიანდა, თუმცა მსხვერპლი არ ყოფილა.

რუსეთის ფედერაციის როსტოვის ოლქის გუბერნატორმა ვასილი გოლუბევმა 25 მაისს საღამოს თქვა, რომ რუსეთის საჰაერო თავდაცვამ სავარაუდოდ ჩამოაგდო უკრაინული რაკეტა მოროზოვსკის ოლქში, სადაც სამხედრო აეროდრომია განთავსებული.

კომენტარები