საქართველო-აშშ

სიამაყით გავაგრძელებთ თქვენს პარტნიორობას – აშშ ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

საქართველოში ამერიკის საელჩო ქართველებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

"ქართველ ხალხს ამერიკელი ხალხისგან:

თქვენი მდიდარი, მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში თავდაუზოგავად იბრძოდით დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის და უფრთხილდებოდით მას. ეს სულისკვეთება ისევეა ცოცხალი თქვენში, როგორც ოდესმე, განსაკუთრებით თქვენს მისწრაფებაში, გახდეთ ევროკავშირისა და ნატოს წევრები და უზრუნველყოთ უსაფრთხოება და კეთილდღეობა საქართველოს მომავალი თაობებისთვის. შეერთებული შტატები სიამაყით გააგრძელებს თქვენს პარტნიორობას, ისევე, როგორც ოცდაათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში.

გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს, საქართველო" - წერს საელჩო.

 

კომენტარები